ოფიციალურად | ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს
UFC-მ თეთრ სახლში გასამართი ღობისძიების საბრძოლო ქარდი ოფიციალურად დაამტკიცა - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ივენთის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გაიმართება.
15 ივნისს, UFC FREEDOM 250-ზე ჯამში 6 ბრძოლა გაიმართება, საიდანაც 2 სატიტულო იქნება.
THE OFFICIAL BOUT LIST FOR #UFCWhiteHouse
— UFC (@ufc) March 8, 2026
[ LIVE Sunday June 14 on @ParamountPlus ] pic.twitter.com/06d09Tm0jZ
UFC FREEDOM 250-ის ქარდი
ილია თოფურია Vs. ჯასტინ გეიჯი (მთავარი სატიტულო)
ალექს პერეირა Vs. სირილ განე (დროებითი საჩემპიონო)
შონ ო'მალი Vs. აიმან საჰაბი
მაურისიო რუფი Vs. მაიკლ ჩენდლერი
ბო ნიკალი Vs. კაილ დუკუა
დიეგო ლოპესი Vs. რაფა გარსია
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას უკანასკნელი ბრძოლა 2025 წლის ივნისში, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ შედგა, სადაც მატადორმა მეტოქე დაანოკაუტა.