Belive

"თუ ამდენი ჩხუბი მერაბზე იმოქმედებს, ეს ჩვენთვის ბონუსი იქნება" - იანის მენეჯერი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

Ushatayka-სთან ინტერვიუში პიოტ იანის მენეჯერმა მომავალ საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. აბდრახმანოვი თქმით, იანი არ ფიქრობს, რომ მერაბს ამდენი ჩხუბი ერთ წელიწადში რაიმეს დააკლებდა. როგორც ყაზახი ამბობს, პიოტრმა მერაბი-კორის დაპირისპირებიდან კარგი დეტალები მოინიშნა.

პიოტრის ბოლო ბრძოლიდან დიდი დროა გასული და კარგ ფორმაშია. ვნახოთ, მერაბისთვის როგორ იმოქმედებს მეოთხე 5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მომზადება. ის 100%-ით მზად იქნება, ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში. ჩვენ გვმართებს ასეთი მენტალიტეტით მოვემზადოთ. თუ ამდენი საბრძოლო ბანაკის გავლა მასზე იმოქმედებს, ეს ჩვენთვის ბონუსი იქნება. კორისთან ბრძოლაში გამოჩნდა რაღაც დეტალები, რომლებიც შეიძლება ჩვენც გამოგვადგეს. საბოლოო ჯამში, მერაბმა სენდჰეგენი მაინც ზეწოლით გატეხა. პიოტრს უკვე აქვს იმ იარაღების ნაკრები, რომელიც მერაბს პრობლემებს შეუქმნის. - განაცხადა საიათ აბდრახმანოვმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარ დივიზიონში ყველა მნიშვნელოვანი სახელი დაამარცხა. მერაბმა ჩემპიონობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც სუპერმსუბუქ წონაში ყველა კანდიდატი გაანადგურა. ახლაც წინ რევანში ელის, რომელიც პიოტრ იანის წინააღმდეგაა ჩანიშნული. ბრძოლა 6 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები