Belive

"შევხვდები თუ სატიტულო ბრძოლას დაიმსახურებს" - იანი ნურმაგომედოვზე

5 საათის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანი ღიაა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის საჩემპიონო შანსს კვლავ დაიმსახურებს. ასევე იანს სჯერა, რომ უმარს თავისი გუნდი უკვე დაეხმარება იმ შეცდომების გამოსწორებაში, რამაც მისი გათიშვა გამოიწვია.

მე ყოველთვის ღია ვარ გამოწვევებისთვის ვინც არ უნდა იყოს. მზად ვარ საუკეთესოებს და ყველაზე ღირსეულ მეტოქეებს ვებრძოლო. უარი არავისთვის მითქვამს იმათთვის, ვინც რეიტინგის სათავეშია და საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა უმარი ამ შეცდომების გამოსწორებას: დიახ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ეს შენს მიდგომასა და შეცდომებზე მუშაობაზეა დამოკიდებული. დაღესტნელებს კარგი გუნდი ჰყავთ და ამას მიხედავენ. სწორედ ეს აქცევს მებრძოლს ჩემპიონად. გადალახავ სირთულეებს და წინ მიდიხარ. რაც არ უნდა მოხდეს, მოძრაობას აგრძელებ. - ამბობს პიოტრ იანი

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა საკუთარი ტიტული მერაბის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა. 5-რაუნდიანი ბრძოლა იანის გამარჯვებით დასრულდა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:1 გახდა. ჯერჯერობით, პიოტრის მომავალ მეტოქეზე ოფიციალური არაფერი იწერება, მაგრამ მოსალოდნელია რომ შონ ო'მალის შეხვდება.

სხვა სტატიები