Belive

დანიელ კორმიე: "უსმანი ამის გამო სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვევა"

5 საათის წინ სხვა
1 წთ

ამჟამად UFC-ის ოფიციალური კომენტატორი, ანალიტიკოსი და სპორტული ექსპერტი, ხოლო წარსულში ცნობილი მებრძოლი და MMA-ის ვარკვლავი, დანიელ კორმიე, აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ამის ყურება მართლაც ძალიან სამწუხარო იყო. ემოციები უკიდურესად გამძაფრდა. ზოგჯერ მეც ვიქცეოდი ცუდად, მაგრამ მომხდარი ნამდვილად ძალიან ცუდი იყო - ასეთი რამ არასდროს უნდა ხდებოდეს.

ერთი ცუდი საქციელი მეორე ცუდ საქციელს არ უნდა იწვევდეს. ამის გამო უსმანი სერიოზულ უსიამოვნებებში გაეხვევა. და სამართლიანადაც - ასე მოქცევა არ შეიძლება. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ეს კი სახიფათოა.

არ ვცდილობ, რაიმე შევამსუბუქო ან გავამართლო. ცუდი საქციელი ცუდი საქციელია. ვფიქრობ, როდესაც ხაბიბი მასთან მივა და დაელაპარაკება, ის აუცილებლად მიუთითებს მის ქმედებებზე.

უსმანმა თავის კონტროლი უნდა ისწავლოს. ეს უკვე არაერთხელ მოხდა: ჯერ რინგზე შევარდნა, ახლა კი ეს. - განაცხადა კორმიემ

შეგახსნებეთ, რომ უმარ და უსმან ნურმაგომედოვები, მეგობრებთან ერთად, თავს მერაბ დვალიშვილს, აბუ დაბის სასტუმროს ფოიეში დაესხნენ. 10-მდე დაღესტნელის განეიტრალებას მხოლოდ მერაბი და მასთან ერთად მყოფი საბა ლაზიშვილი ცდილობდნენ. ახლა ორივე მათგანი აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაშია - თავდამსხმელებთან ერთად.

სხვა სტატიები