Belive

ამირან გოგოლაძის პერფორმანსი საღამოს საუკეთესოდ დასახელდა

2 საათის წინ სხვა
1 წთ

შაბათს ამირან გოგოლაძემ იესინ აიარი დაამარცხა. 5-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა ქართველისთვის არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. პირველივე რაუნდში მძიმე ნოკდაუნი მიიღო, თუმცა, ბრძოლის შემობრუნება შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ამირან გოგოლაძემ OKTAGON MMA-ს ქამარი მოიგო. ქართველი ჩემპიონის შესრულება ორგანიზაციამ გამოარჩია და ის საუკეთესოდ დაასახელა. ამისთვის "სნაიპერმა" დამატებით 5000 ევროც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამირან გოგოლაძე OKTAGON MMA-ს მესამე ქართველი ჩემპიონია. ამ ორგანიზაციის ქამარი აქამდე ბენო ადამიას და მათე სანიკიძეს მოუგიათ.

სხვა სტატიები