Belive

"შეწყვიტე გაქცევა, კონტრაქტს ხელი მოაწერე ილია!" - პადი პიმბლეტი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტი ილია თოფურიასთან იანვარში შესახვედრად მზადაა. როგორც ინგლისელი ამბობს, მას წონის ჩასაბარებლად პრობლემა არ შეექმენება.

ვიმედოვნებ ბრძოლის თარიღს მალე მივიღებთ. ახლა უბრალოდ ვზივარ და ველოდები. ალბათ, იანვარი იდეალურია თუ ილია მზად იქნება. სამ თვეში საჩემპიონო წონას მარტივად ჩავაბარებ, ამაზე სანერვიულო არ მაქვს.

უბრალოდ ბრძოლის მიღება მინდა. ყველაფერი რაც ილიას გაუკეთებია, ჩემზე მხოლოდ სისულელეების ლაპარაკია. ამბობს, რომ მასთან ჩხუბს არ ვიმსახურებ. მისი ბოლო ჩხუბის შემდეგ, ოქტაგონზე ავედი და მან ხელი მკრა. იცოდა, რომ ეს მოხდებოდა და ახლა ყოყმანობს. თუ ასეთი მარტივი დასამარცხებელი ვარ, მაშინ მოდი და ფული მარტივად წაიღე. გამოჩნდი. როგორც ტაისონმა თქვა: "კონტრაქტს ხელი მოაწერე დიდო ბიჭო." - განაცხადა პადიმ საკუთარ YouTube არხზე

შეგახსნებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლვეირას წინააღმდეგ ივნისში გამართა. მან მსუბუქი წონის ჩემპიონობა პირველი რაუნდის ნოკაუტის შემდეგ იზეიმა.

რაც შეეხება, პადის მან მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. მან ეს ჩხუბი აპრილში UFC 314-ზე გამართა და გამარჯვება მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

სხვა სტატიები