"120 სანტიმეტრი ხარ და ჩემზე რაღაცებს პოსტავ, მაგრად გცემ!" - დიასი თოფურიას
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
ნეით დიასი ილია თოფურიაზე ძალიან გაბრაზებულია. ჯეიკ პოლთან კრივის ბრძოლის შემდეგ, ილიამ ნეითზე ისაუბრა და როგორც ჩანს, დიასს ეს ძალიან არ მოეწონა.
მე ილიაზე წლებით წინ ვარ. კარიერაში ბევრად უკეთესი ბრძოლები მქონია. ჩემზე რაღაც ცუდი და თქვა, არა ძმაო შენ ხარ ცუდი. ჩემზე სისულელეების ლაპარაკს უნდა მორჩეს, რადგან მაგრად ვცემ. ის ძალიან ქედმაღლურად საუბრობს. ძმაო 120 სანტიმეტრი ხარ და ჩემზე რაღაცებს პოსტავ. ილია არ მომწონს. - ამბობს ნეით დიასი
ნეით დიასი აქტიური MMA-ს კარიერას უკვე დიდი ხანია ჩამოშორდა. მან ბოლოს 2022 წელს იჩხუბა და ტონი ფერგიუსონი დაამარცხა.
რაც შეეხება ილიას, მას გეიჯისთან ბრძოლა ელის, რომელიც 15 ივნისს გაიმართება.