თეთრი სახლის ღონისძიებაზე $1.5 მილიონიანი ბილეთები გაიყიდება
თეთრი სახლის ღონისძიებაზე 1.5 მილიონიანი ბილეთები გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას არიელ ელვანი ავრცელებს. როგორც ელვანი ამბობს, ეს ბილეთები 'გავლენიანი ხალხისთვის' იქნება.
აღნიშნული ბილეთების მფლობელები სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ. პრესკონფერენციაზე მათ დაჯავშნილი ადგილები ექნებათ, მოწინავე ადგილებზე ისხდებიან ცერემონიულ აწონვებზეც და ღონისძიების დროს ჩხუბებს ყველაზე ახლოდან უყურებენ.
🚨 The UFC are selling "Partner Investment" tickets to the White House event for $1.5 MILLION 🤯
— Championship Rounds (@ChampRDS) May 6, 2026
The ticket comes with:
- UFC Freedom 250 partner welcome reception
- Press conference reserved seating
- Ceremonial weigh-ins general admission access
- UFC 329 floor tickets
The… pic.twitter.com/iZgT7JZsuH
შეგახსენებთ, რომ UFC თეთრ სახლში ღონისძიებას აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით მართავს. ამ ისტორიული საღამოს მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, რომელიც 15 ივნისს არის ჩანიშნული.