Belive

"შესანიშნავი კიკბოქსერი და კარგი ფინიშერია" - ალენი ჭიკაძეზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

გიგა ჭიკაძეს UFC 304-ზე ბრუნდება. ქართველი "ნინძა" თავის მორიგ ბრძოლას ინგლისში გამართავს. ჭიკაძის მოწინააღმდეგე ადგილობრივი არნოლდ ალენი იქნება. ინგლისელი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა. ალენის დამარცხების შემთხვევაში ჭიკაძე სამი საფეხურით დაწინაურდება.

ჩხუბის წინ ალენმა მის მოწინააღმდეგეზე ისაუბრა.

ის რამდენიმე ასპექტში ძალიან კარგია. შესანიშნავი კიკბოქსერი და კარგი ფინიშერია. დიდებული ფეხის დარტყმა, ძლიერი ხელები და კარგი კრივი აქვს. მუხლებს ფანტასტიკურად იყენებს. საკმაოდ გრძელი წვდომი აქვს და დისტანციიდან კარგად იბრძვის. ბარბოსას წინააღმდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მისი დაფინიშებაც შეძლო. ასეთი ჩხუბები ორივე მებრძოლისგან საუკეთესოს ითხოვს. მეც და გიგაც ოქტაგონზე ჩვენს საუკეთესოს დავდებთ. - განაცხადა ალენმა

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა.

რაც შეეხება ალენს, მან ბოლო ჩხუბი მოვსარ ევლოევთან დათმო და ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები