Belive

ტიმ უელში: "შონი მერაბს სახეს გაუხსნის"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სულ რაღაც 2 დღე რჩება მერაბისა და ო'მალის განმეორებით ბრძოლამდე. სპორტსმენები წონას დღეს ჩააბარებენ და ყველა ფორმალობა დასრულდება.

"შუგას" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ YouTube არხზე ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ბუნებრივია, რომ უელში გამარჯვებას გეგმავს, მაგრამ მოგების გზა არასტანდარტულია.

ომი იქნება! 25 წუთიან ბრძოლას ვგეგმავთ. ვხედავ შონი მერაბის სახეს როგორ ხსნის. დვალიშვილი ფეხში არასწორ დროს შევა და მუხლის დარტყმით გავაბრუებთ. შესაძლოა პირდაპირ ტუჩებში ვუთავაზოთ ან ნიკაპში. მერაბი დაზიანდება, შემდეგ მიწაზე დარტყმებს გავაგრძელებთ და "შუგა შოუ" ტექნიკური ნოკაუტით საქმეს დაასრულებს. ის კვლავ ჩემპიონია. - განაცხადა ტიმ უელშმა

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ნიუ ჯერსიში არის ჩანიშნული. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს მეორე სატიტულო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები