Belive

შესაძლოა თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლა ესპანეთში გაიმართოს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ერთ-ერთი საღამოს ესპანეთში გამართვას გეგმავს. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი 2024 წელს მოხდება. დანას თქმით, UFC-ის კომერციული დირექტორი უკვე ჩავიდა ესპანეთში, შეამოწმა პირობები და დარწმუნდა, რომ პირენეს ნახევარკუნძულზე ბრძოლის გამართვა ღირს.

მალე ესპანეთში წავალთ. ვიცით, რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის დიდი ბაზარია - განაცხადა დანა უაითმა

ამ მოსაზრებას ილია თოფურიას პოსტიც ამყარებს. "მატადორმა" Twitter-ის საშუალებით პოსტი გაავრცელა, სადაც წერს: "UFC ესპანეთში რეალურია. ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც ისტორიული მოხდება. როგორ ფიქრობთ, ჩემს გვერდით ბილბორდზე რომელი ესპანელი უნდა იყოს?"

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლა სწორედ 2024 წლის თებერვალში არის ჩანიშნული. ესპანური Eurosport-ის ინფორმაციით, ეს დაპირისპირება ერთ-ერთი სპორტსმენის ქვეყანაში გაიმართება.

სხვა სტატიები