WBC-ის რეიტინგში ფრენსის ნგანუ მე-10 პოზიციას იკავებს
გასულ თვეს ფრენსის ნგანუმ მთელი კრივის სამყარო შოკში ჩააგდო. კამერუნელმა მებრძოლმა ტაისონ ფიური ნოკდაუნში ჩააგდო და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. მისი შესანიშნავი გამოსვლა რინგზე WBC-მ დააფასა და რეიტინგში მე-10 ადგილიც დაიმსახურა.
BREAKING! Francis Ngannou has received a top TEN ranking by the WBC following his performance against Tyson Fury 🥊 pic.twitter.com/UMXwjQlvuU
— Sky Sports Boxing (@SkySportsBoxing) November 15, 2023
96-93, 95-94, 94-95 - მსაჯებმა ქულები ასე გაანაწილეს. ნგანუმ მალევე განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კამერუნელმა აღიარა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფიურიმ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ნგანუმ ისიც განაცხადა, რომ მას ტაისონთან კიდევ ერთხელ შეხვედრა ძალიან სურს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ კამერუნელის ოლეკსანდრ უსიკთან და ენტონი ჯოშუასთან დაპირისპირებაც იწინასწარმეტყველა.