Belive

აეროპორტში თოფურია და პადი პიმბლეტის ფანები ერთმანეთს გადაეყარნენ

4 თვის წინ სხვა
1 წთ

თბილისის დროით 17 დეკემბერს ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. ამ სანახაობას არ გამოაკლდა ილია თოფურიაც, რომელიც აშშ-ში გუშინ ჩაფრინდა.

ქართველ მებრძოლს აეროპორტში პადი პიმბლეტის გულშემატკივრები გადაეყარნენ, რომლებმაც "მატადორის" წყობიდან გამოყვანა სცადეს, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

პადი UFC 296-ზე ლეგენდარულ ტონი ფერგიუსონს შეხვდება, რომელიც არც ისე სახარბიელო ფორმაშია. "ელ კუკუი" ოქტაგონზე 6-ბრძოლიანი დამარცხებების სერიით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია რაც ილიასა და პიმბლეტს შორის დიდი დაძaბულობაა. იყო შემთხვევები, როცა მებრძოლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები