Belive

შესაძლოა, ჩარლზ ოლივეირა ქვესაშუალო წონაში ავიდეს

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩარლზ ოლივეირამ საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი რამ განაცხადა. ბრაზილიელი მზად არის წონა შეიცვალოს თუ ამას UFC გადაწყვეტს. მისი თქმით, მზადაა კოლბის გამოწვევა მიიღოს, ქვესაშუალო წონაში ავიდეს და კოვინგტონს შეებრძოლოს.

დილით, როცა გავიღვიძე ათასობით ადამიანი მწერდა. შემდეგ, დიეგოს გავუგზავნე და მითხრა, რომ უკვე იცოდა რასაც ვფიქრობდი. მე ვუთხარი, რომ ის გავაკეთოთ რაც ჩვენთვის უკეთესია. ვნახოთ UFC ამის შესახებ რას ფიქრობს. მთავარი ის არაა მე რას ვფიქრობ, მთავარია UFC-ის რა სურს. კოლბი ძალიან ბევრს ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას ჩემთვის აზრი აქვს. თუ ჩემთვის რამე კარგი მოხდება, რატომაც არა?! - განაცხადა ჩარლზ ოლივერიამ

ჩარლზ ოლივეირამ ბოლო ბრძოლა UFC 300-ის საოცარ ქარდზე გამართა. მისი მოწინააღმდეგე არმან ცარუაკიანი იყო, რომლის წინააღმდეგაც დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. მას კარიერაში 45 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 34 მოიგო, 10-ში დამარცხდა და 1 შედეგის გარეშე გამოცხადდა.

სხვა სტატიები