"სამართლიანი იქნება თუ მერაბი იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს" - ჩაელ სონენი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი დაასახელა. მიუხედავად ამისა, "მანქანა" თვლის, რომ უმარი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს. ამ სიტყვების გამო მერაბს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა, ლეგენდარული მებრძოლი და ახლა უკვე ექსპერტი ჩაელ სონენი თვლის, რომ მერაბს სრულიად აქვს უფლება მოითხოვოს ის, რაც თავად სურს.
ჩემი აზრით, სამართლიანი იქნება მერაბმა გააკეთოს ის, რაც მას უფრო მეტ ფულს მოუტანს. თუნდაც მან ეს ყველაზე ადვილი მეტოქის წინააღმდეგ მოინდომოს. ახლა დეივესონ ფიგერედოზე ვფიქრობ და პიოტრ იანსაც შევავლებ თვალს. მე ეს აქამდეც ვივარაუდე. თუ აიღებ პოსტერს, სადაც მერაბი Vs ფიგერდო იქნება გამოსახული, ხალხის რეაქცია გასაოცარი იქნება. - განაცხადა ჩაელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ დეივესონ ფიგერედო გასულ შაბათს პიოტრ იანთან დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებამდე დვალიშვილი ამბობდა, რომ მის სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ღირსეული სწორედ ბრაზილიელი იყო. თუმცა, იანის შეუდარებელი გამარჯვების შემდეგ, მერაბი მის მომავალ მეტოქედ იანს განიხილავს.