Belive

"შენთვის მოვდივარ და ქამარს წაგართმევ" - მოვსარ ევლოევი თოფურიას

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. ილია პირველი ქართველია, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ქამარს დაეუფლა. "მატადორი" ქამრამდე ისე მივიდა, რომ კარიერაში არასდროს წაუგია.

გამარჯვების შემდეგ, ილიასთან დაპირისპირების სურვილი კიდევ ერთმა დაუმარცხებელმა მებრძოლმა გამოთქვა. ეს მოსვარ ევლოევი, რომელსაც თოფურიასთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ინგუშმა მებრძოლმა ქართველი X-ის საშუალებით გამოიწვია.

ჩემი მილოცვა ახალ ჩემპიონს. შენთვის მოვდივარ და ქამარს წაგართმევ. - წერს მოვსარ ევლოევი

ბოლო ბრძოლაში მოვსარმა არნოლდ ალენი დაამარცხა და წაუგებელი სერიაც შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს UFC-ში ევლოევის მე-8 გამარჯვება იყო

სხვა სტატიები