Belive

"ისლამმა იცის, რომ საშიში ვარ და დავაძინებ" - ილია თოფურია

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. "მატადორის" თქმით, UFC-ს მახაჩევისთვის გეიჯი, რომ მიეცათ მსუბუქ წონაში დარჩებოდა. თუმცა, დაღესტნელს ილიასი ეშინიათ და მასთან დაპირისპირებით არ გარისკა.

ჩემი მიზანი ყოველთვის ისლამი იყო. მას შემდეგ, რაც ჩემგან გაქცევა გადაწყვიტა, მიზანი ჩარლზი უნდა გამხდარიყო. თუ UFC მას ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას მისცემდნენ, მსუბუქ დივიზიონში დარჩებოდა. ჩემი ამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა არ გაერისკა. ზედა წონაში ავიდა და იქ ჩემპიონობას ეცდება. ისლამმა იცის, რომ საშიში ვარ და დავაძინებ. ეს ხაბიბმაც კი იცის. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ახლა უკვე მსუბუქი წონის ჩემპიონიცაა. ილია ერთადერთი ქართველია, რომელიც UFC-ს ორი წონის ჩემპიონია.

სხვა სტატიები