Belive

"შეუძლებელია, რომ ვერ გავთიშო" - ილია ჰოლოუეისთან ბრძოლაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია ოქტაგონზე აბუ-დაბიში დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე BMF-ის ქამრის მფლობელი მაქს ჰოლოუეი იქნება.

როგორც წესი, როცა ორი ქამრის მფლობელი ერთმანეთს ხვდება, სასწორზე ორივე მებრძოლის ქამარი იდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჰოლოუეი BMF-ის ტიტულს არ ჩამოვა. ეს ინფორმაცია ილიამ MMA Junkie-სთან დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მისი აზრით, ეს ყველაფერი სარეკლამო გათვლაა.

არა, BMF-ის ქამარი არ გათამაშდება. სიმართლე გითხრათ, ეს არ მადარდებს. მე მხოლოდ ჩემი ტიტულის დაცვაზე ვარ კონცენტრირებული, სულ ეს არის. სხვა არაფერი მაინტერესებს. - განაცხადა ილიამ

"მატადორი" საკუთარი თავდაჯერებულობით ყოველთვის გამოირჩევა. ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ თამამად ამბობდა, რომ ავსტრალიელს გათიშავდა და ეს მოახერხა კიდეც. თოფურია იგივეს ამბობს ჰოლოუეისთან დაკავშირებითაც.

ამ ბრძოლის შესახებ ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ ჰოლოუეი არავის გაუთიშავს. შეუძლებელია, რომ ვერ დავანოკაუტო. პირველი ვიქნები ვინც ამას მოახერხებს. ყოველი ბრძოლის ყურების შემდეგ ვამბობ, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ. კრივშიც, კიკბოქსინგშიც და ჭადრაკშიც კი დავამარცხებ.

მაქს ჰოლოუეის დიდ პატივს ვცემ. დიდებული მოთამაშე იყო. შესანიშნავი ბრძოლები გვაჩუქა. კარგი ადამიანი ჩანს და პატივსაც ვცემ. თუმცა, ყველა ასპექტში მასზე უკეთესი, ჩვენი ბრძოლა ნამდვილი შედევრი იქნება. ნახავთ, პირველივე რაუნდში გავთიშავ. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ეს ვოლკანოვსკიზე ადვილი იქნება, რადგან "ვოლკი" ბევრად რთული მეტოქე იყო, რომელმაც მაქსი სამჯერ დაამარცხა. - განაცხადა ილია თოფურიამ

ილიასა და მაქსის ბრძოლა აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს გაიმართება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "მატადორი" საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს.

სხვა სტატიები