Belive

"შენთან მხოლოდ ერთი ხელი დამჭირდება" - კანელო მაკგრეგორის განცხადებას გამოეხმაურა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

კანელო ალვარესი და კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში კვლავ დაუპირისპირდნენ.

კანელო კრივში საშუალო წონის ჩემპიონია, მაკგრეგორი კი, MMA-ში UFC-ის ორი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელია. ეს უკანასკნელი დიდი ხანია რინგზე დაბრუნებისთვის ბევრს აქტიურობს. ირლანდიელის ერთ-ერთი "სამიზნე" მექსიკელი ჩემპიონია.

კონორმა სოციალურ ქსელში მეივეზერისა და კანელოს ბრძოლის ვიდეო გააზიარა, სადაც ალვარესის შეტევის სტილი დაიწუნა.

ეს პროფესიონალური კრივის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო. ფლოიდს მე უფრო მეტი დარტყმა გავუტარე, ვიდრე კანელომ. - წერს მაკგრეგორი

ირლანდიელი მებრძოლის ეს პოსტი ალვარესმა უყურადღებოდ არ დატოვა და მას ასე უპასუხა:

შენთან მხოლოდ ერთი ხელი დამჭირდება და ბევრი დარტყმაც არ იქნება აუცილებელი. - განაცხადა კანელომ

კანელომ სექტემბრის ბოლოს თავისი საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, იუნიორების საშუალო წონის ჩემპიონი, ჯერმელ ჩარლო დაამარცხა.

რაც შეეხება მაკგრეგორს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ 2024 წელს ის ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს. დიდი ალბათობით მისი მეტოქე მაიკლ ჩენდლერი იქნება.

სხვა სტატიები