Belive

"ახალგაზრდა აღარ ვარ და ყოველი წონის კლება ჯანმრთელობის ფასად მიჯდება" - ისლამ მახაჩევი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ძალიან დიდი ხანია გულშემატკივრები ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლას ელიან. თითქოს ამას მაშინ მივუახლოვდით, როდესაც ილიამ მსუბუქ დივიზიონში ასვლა გადაწყვიტა. მაგრამ, ისლამმა ეს წონა დატოვა და ქვესაშუალო წონაში გადავიდა. ახლა ჩნდება კითხვა - შედგება თუ არა ილიას და ისლამი ჩხუბი ოდესმე, წონაში სხვაობიდან გამომდინარე?

თავად ისლამის თქმით, 70 კილოგრამში მხოლოდ მაშინ ჩავა თუ UFC-სგან კარგ შეთავაზებას მიიღებს.

ძალიან კარგი შეთავაზება უნდა მივიღო, რომ 70 კილოგრამში წონის კლება დავიწყო. ამ სპორტისთვის ახალგაზრდა აღარ ვარ და ყოველი წონის კლება ჯანმრთელობის ფასად მიჯდება. წონის კლება ისეთი ადვილი აღარ არის. - განაცხადა ისლამმა

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა 77 კილოგრამში გადასვლა წონის კლების გამო დაგაწყვიტა. ახლა ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონია და არსებობს მოსაზრება, რომ ილია მახაჩევს სწორედ 77 კილოგრამში შეხვდეს.

სხვა სტატიები