"შენ ვერავინ შეგაჩერებს" - ხავი კლიმენტი ილიას
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია თეთრი სახლის საბრძოლო მზადებას, YouTube-ს საშუალებით, აქტიურად ავრცელებს. ბოლო ეპიზოდში გურამ ქუთათელაძესთან სპარინგი ჩანს, სადაც ილია ძალიან დომინანტურია. "მატადორს" თავისი კრივის მწვრთნელი ეუბნება, რომ მის შეჩერებას ვერავინ შეძლებს.
მათ შენი შეჩერება არ შეუძლიათ, ვერავინ გაგაჩერებს. გეიჯის მახეში გააბამ და არ იცის რომელი ხელი წამოვა, საიდან წამოვა... და რომელიც წამოვა ზუსტად ის მოკლავს. - ამბობს ხავი კლიმენტი
🔥 Ilia Topuria’s coach speaks with him after his sparring with Guram Kutateladze:
— Home of Fight (@Home_of_Fight) May 24, 2026
“They can’t stop you, nobody stops you. Because you trap him and he doesn’t know which hand is coming, where it’s coming from, the one that’s coming murders him.”
(via @Topuriailia) pic.twitter.com/gU9nFgFMIL
ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება და მათ შორის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება.