დვალიშვილი უმარის ნოკაუტზე: „არ გამხარებია, ასე არავის ვუსურვებდი წაგებას“
ბრაიან კემპბელთან ჩაწერილ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა სონგ იადონგისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა. ქართველ მებრძოლს, მიუხედავად უმარ ნურმაგომედოვთან არსებული მწვავე უთანხმოებისა და ხანგრძლივი მეტოქეობისა, დაღესტნელის მძიმე ნოკაუტით დამარცხება არ გახარებია.
„იადონგის ასპარეზობით ძალიან მოხიბლული დავრჩი. ყოველთვის ვიცოდი, რამდენად სახიფათოა. როცა ვნახე, როგორ წააგო უმარმა, არ გამხარებია - არასდროს მინდა, ვინმე ასე მძიმედ დამარცხდეს ან ნოკაუტში ჩავარდეს. თუმცა, სონგის გამარჯვებით აღფრთოვანებული ვარ“ - მერაბ დვალიშვილი
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქართველი UFC-ის მოქმედი ჩემპიონი იყო და ტიტულის პირველ დაცვას უმარის წინააღმდეგ გეგმავდა. UFC 311-ის ივენთზე დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა და წარმატებით დაიცვა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი.
ამჟამად ქართველის მთელი ყურადღება საჩემპიონო ტიტულის დაბრუნებაზეა გადატანილი. 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში დვალიშვილი პეტრ იანთან ტრილოგიის მესამე, გადამწყვეტ ბრძოლას გამართავს.
„იადონგთან არასდროს მიჩხუბია. საინტერესო მეტოქეა, რადგან ნოკაუტის ძალა აქვს. ღმერთის ნებით, თუ პეტრს დავამარცხებ, ვფიქრობ, ჩემი შემდეგი მეტოქე სწორედ სონგ იადონგი იქნება“ - მერაბ დვალიშვილი