Belive

"ამ სპორტში მარცხს მნიშვნელობა არ აქვს" - იან გარი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

იან გარიმ UFC 330-ზე ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ გუნდელებთან ისაუბრა. ირლანდიელი მებრძოლის თქმით, ტიტულისთვის ბრძოლაში დამარცხება პანიკის საფუძველი არ არის, რადგან MMA-ში მთავარი არა უშეცდომო რეკორდი, არამედ წაგების შემდეგ ფეხზე წამოდგომის უნარია.

ეს ჩარლზ ოლივეირასგან ვისწავლე. ამ სპორტში მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, წაგების შემდეგ როგორ ბრუნდები.

დღეს ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რამაც არ იმუშავა, უბრალოდ მეტი იყო საჭირო. მწვერვალამდე მივედით და ცოტა დაგვაკლდა. არ გავჩერდეთ. დავბრუნდებით და ამას ისევ გავაკეთებთ. - ამბობს იან გარი

შეგახსენებთ, რომ იან გარი ქვესაშუალო წონის ქამრისთვის ბრძოლაში ისლამ მახაჩევს შეხვდა. ირლანდიელმა დაღესტნელს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და რამდენიმე რაუნდი მოუგო კიდეც. საბოლოოდ, გამარჯვებული მაინც მახაჩევი გახდა და ქამარი წარმატებით დაიცვა.

სხვა სტატიები