Belive

"შენ იქამდე დამარცხდები ვიდრე ოქტაგონზე გამოვალ" - თოფურია ო'მალის

11 საათის წინ სხვა
1 წთ

Marca-სთან ინტერვიუსას ილია თოფურიამ შონ ო'მალისთან შესაძლო ბრძოლის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ, "შუგამ" ილია გამოიწვია. "მატადორმა" კი ის მერაბთან გადაამისამართა, რომელმაც სუპერმსუბუქი წონის ქამარი წაართვა. ახლა კი ილია თვლის, რომ "შუგასთან" დაპირისპირებას აზრი დაეკარგა.

წინ სხვა უკეთესი ბრძოლები მელოდება. ეს ყველაფერი პედის სიტუაციას ჰგავს. მასთან დაპირისპირება ჩემთვის სუპერ მიმზიდველი იყო მაგრამ, ახლა ის ჩემს დონეზე არ არის და რა ვქნა? ჩემთან ბრძოლისას შენ იქამდე დამარცხდები ვიდრე ოქტაგონზე გამოვალ. იქ შემოსვლა არც დამჭირდება იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს ვინ არის ჩვენს შორის უკეთესი. ასე რომ, რატომ უნდა ვიბრძოლოთ? - განაცხადა ილიამ Marca-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 26 ოქტომბერს აბუ დაბიში არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები