Belive

"ვიცოდით, რომ ალექსანდრე რთული და ძლიერი მეტოქე იქნებოდა" - ალექს ვოლკანოვსკი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკი UFC 321-ზე კვლავ თოფურიას დაუპირისპირდა, თუმცა ამჯერად ოქტაგონის გარედან. ალექსანდრე თოფურია კოლბი სიქნესს ებრძოდა, რომელიც ვოლკის თანაგუნდელია. ყოფილმა ჩემპიონმა წაგებული ჩხუბის შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

ვიცოდით, რომ ალექსანდრე რთული და ძლიერი მეტოქე იქნებოდა. კოლბი დგომში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ვიდრე პირველ რაუნდში მარჯვენას გაატარებდა, ვფიქრობდი რომ რაუნდს იგებდა. მეორე რაუნდიც კარგად დავიწყეთ და თოფურიამ მისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ბრძოლა მიწაზე წაიყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ რთული მეტოქის წინააღმდეგ ჩხუბს მოკლე დროში დავთანხმდით, კოლბიმ შესანიშნავად იასპარეზა. ის კიდევ ერთ შანსს მიიღებს. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში კოლბი სიქნესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები