"ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან არ იჩხუბებს" - ჩელ სონენი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე MMA-ს ექსპერტმა ჩელ სონენმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია გაანდო. ამერიკელმა ოლივეირას მენეჯერის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ამბობს რომ ჩარლზი ილიასთან არ იბრძოლებს.
ოლივეირას მენეჯერზე დაყრდნობით, ჩარლზი ილიასთან არ იჩხუბებს. ის სატიტულო ბრძოლას იმსახურებს. ოლივეირა ილიას მხოლოდ ორ შემთხვევაში დაუპირისპირდება. პირველი - იჩხუბოს მაქს ჰოლოუესითან BMF ქამრისთვის და შემდეგ მისცეს ილიას ბრძოლის შანსი, მეორე - თოფურიამ დაამარცხოს მახაჩევი და ამის შემდეგ შეხვდეს ოლივეირას. თუ ოლივეირა იბრძოლებს, ის მხოლოდ ტიტულისთვის იჩხუბებს. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ თოფურია ახლა უკვე მსუბუქი წონის მებრძოლია. ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის მთავარი სამიზნე ისლამ მახაჩევია. დაღესტნელი მებრძოლი მსუბუქი წონის ქამარს ფლობს და ამასთან ერთად საერთო რეიტინგში პირველ ადგილზეა.