Belive

"შემდეგი ბრძოლა სანტიაგო ბერნაბეუზე მსურს" - ილია თოფურია

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ჯოშ ემეტთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და ტიტულისათვის ბრძოლას სავარაუდოდ 1 დაპირისპირება აშორებს.

ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-5 ნომერმა, მომდევნო ბრძოლის ესპანეთში გამართვის სურვილი გამოთქვა. "მატადორი" აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა მადრიდში გაიმართება - ივენთზე დასასწრები ბილეთები უმოკლეს დროში გაიყიდება.

"თუ ესპანეთში ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა, ბილეთებს 1 დღეში გავყიდი. ბრძოლის გამართვა მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მსურს", - ილია თოფურია.

შეგახსენებთ, თოფურია MMA-ში დაუმარცდებლად ასპარეზობს (14-0), ხოლო UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები