"ზოგს ეწყინა როცა ვთქვი, რომ ილიას დავამარცხებ" - პადი პიმბლეტი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ინგლისელი მებრძოლი პადი პიმბლეტი კვლავ თვლის, რომ ილიას დამარცხება შეუძლია. აბუ დაბიში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც ილიამ მაქს ჰოლოუეი გათიშა, პადიმ თოფურიას გამარჯვება საკუთარი YouTube არხის საშუალებით მიულოცა და იქვე განაცხადა, რომ "მატადორთან" გაიმარჯვებს.
პადის ეს სიტყვები დიდი განხილვის საგანი გახდა. თავად ინგლისელის გამომწერებიც კი წერენ, რომ მისი სიტყვები არარეალური არის და ილიას დამარცხებას ვერ შეძლებს. პიმბლეტი გულშემატკივრების კომენტარებს კვლავ საკუთარ YouTube არხის საშუალებით გამოეხმაურა.
ზოგს ეწყინა როცა ვთქვი, რომ ილიას დავამარცხებ. რას ელოდით? ფიქრობთ ვიტყვი, რომ ილიას ჩემი ცემა შეუძლია? ჰეითერი არ ვარ. კარგი მებრძოლია მაგრამ, მას მაინც დავამარცხებ. ხალხს შეუძლია იცინოს მაგრამ, იმედი მაქვს ეს ბრძოლა შედგება და მაშინ ვიტყვი: "ხომ გეუბნებოდით". ზუსტად ისე როგორც ბობი გრინთან გავაკეთე, როცა ვამბობდი რომ პირველ რაუნდში მტკივნეულით დავამარცხებდი. ილიასთან შედარებით დიდი წვდომი მაქვს და ჩემთან ახლოს მოსვლას ვერ შეძლებს. თუ მომიახლოვდება დავასაბმითებ. - განაცხადა პადიმ
როგორც იცით ილიასა და პადის შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა ინგლისელმა საქართველოს და ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. ილიასა და პადის შეხვედრისას მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.