Belive

"მე და ილია დივიზიონის ახალი სისხლი ვართ" - დიეგო ლოპესი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დიეგო ლოპესს ჩემპიონობის პრეტენზიები აქვს. სამხრეთ ამერიკელი მებრძოლი ამბობს, რომ შემდეგი ილია თოფურიასთვის ის უნდა იყოს.

თუ მკითხეს რატომ უნდა ვიბრძოლო ქამარზე ჩემი პასუხი ასეთი იქნება: კარგი გამარჯვების სერიაზე ვარ, წელს რეიტინგის სამი მებრძოლი დავამარცხე, მე-3 პოზიციაზე ვარ. ჩვენ დივიზიონის ახალი სისხლი ვართ. ჩემი და ილიას დაპირისპირება დივიზიონის განახლების ბრძოლაა. ეს ჩხუბი შესაძლოა ესპანეთში ან ლათინურ ამერიკაში გაიმართოს, რაც UFC-ის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. ეს არგუმენტები მომყავს, როცა ჩემი და ილიას ბრძოლას ვახსენებ. თოფურიამ პირველი და მეორე ნომერი დაანოკაუტა, მე კი რეიტინგში მესამე ვარ. ვფიქრობ საკმარისი არგუმენტები მაქვს იმისთვის, რომ სატიტულო ბრძოლაზე გამოვიდე. - განაცხადა ლოპესმა Hablemos MMA-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ დიეგო ილიასა და მაქსის ბრძოლის დამზღვევი იყო. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მებრძოლი ტრავმას მიიღებდა ან რაიმე მიზეზით ბრძოლას ჩაეხსნებოდა, ოქტაგონზე მის ნაცვლად ლოპესი გამოვიდოდა.

სხვა სტატიები