Belive

"ამ მდგომარეობაში მერაბთან ბრძოლა არ უნდა ჩაატარო" - სეხუდოს აგენტი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა საკუთარი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "მანქანამ" ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლაც გაინაღდა.

ჰენრი სეხუდოს აგენტმა ალი აბდელაზიზმა სეხუდო-დვალიშვილის დაპირისპირებაზე ისაუბრა. Schmo-სთან ინტერვიუში ალიმ განაცხადა, რომ ჰენრი მერაბთან ჩხუბისთვის მზად არ იყო.

სიმართლე უნდა გითხრათ, ჰენრი ნამდვილი ხისთავიანია. მან თქვა: "კონტრაქტს ხელს მოვაწერ და ვიბრძოლებ". ფორმაში არ იყო და მან მაინც იბრძოლა. ეს მერაბს არაფერს უკარგავს, რადგან მან ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა. ბრძოლამდე ჰენრის საზარდული გაეჭიმა. ბრძოლამდე არ ჭიდაობდა და 4 კვირის განმავლობაში არც უსპარინგია. ბოლოს როდის ნახეთ, რომ ჰენრი ბრძოლისას ვერ სუნთქავდა. პირველი რაუნდის შუაში სეხუდოს უკვე ჰაერი აღარ ეყო და რაუნდი მაინც მოიგო. ასეთ მდგომარეობაში მერაბთან ბრძოლა არ უნდა ჩაატარო. ის ნამდვილი "მანქანაა". მას უნარები გააჩნია, ძალიან მაგარია და ამასთან მოუმზადებელი მიდიხარ... "მე ბრძოლებს არ ვეხსნები. მერაბს ვეჩხუბები" - თქვა ჰენრიმ. არც ოჯახის, არც მწვრთნელების რჩევა არ გაითვალისწინა და ბრძოლა მაინც ჩაატარა. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

ჰენრი სეხუდოს დამარცხებით მერაბმა UFC-ში უკვე ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა. როგორც ზემოთ ვახსენე, დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. მისი მომავალი მოწინააღმდეგე ო'მალისა და ვერას შორის გაირკვევა. ეს დაპირისპირება UFC 299-ზე შედგება.

სხვა სტატიები