"საქართველოს ნაკრებით ვამაყობ" - მერაბ დვალიშვილი
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
26 მარტი ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის ისტორიული დღე გამოდგა. ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში საქართველო საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებას გამოეხმაურა ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც.
საქართველოს ნაკრებით ვამაყობ. - წერს დვალიშვილი საკუთარ Instagram გვერდზე
ევრო 2024-ზე საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან. პირველ მატჩს ჩვენი გუნდი თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 18 ივნისს არის ჩანიშნული.