Belive

სერბული მედია: "ეს ბრძოლა ვუჩენიკისთვის ძალიან რთული იქნება"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ გურამ ქუთათელაძე მორიგ ბრძოლას 3 აგვისტოს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი ჯორდან ვუჩენიკია. წარმოშობით სერბი სპორტსმენი ბრძოლას რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა, რადგან ალ-სელვადი გურამთან ბრძოლას ჩაეხსნა. ვუჩენიკი UFC-ში დებიუტს საკმაო ხნის განმავლობაში ელოდა და გამოჩენილი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ჯორდან ვუჩენიკისთვის ეს მოკლე დროში აღებული ბრძოლა ძალიან რთული იქნება. გურამ ქუთათელაძე ძალიან სერიოზული და მოტივირებული მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ვუჩენიკს კარგი შანსი აქვს, რომ კარგი შესრულებით MMA-ს სამყარო გააოცოს. - ასე აფასებს სერბული მედია ვუჩენიკის შანსს

დამირ ისმაგულოვთან და ელვის ბრენერთან ჩატარებული ჩხუბის შემდეგ, ქუთათელაძის 2-ბრძოლიანი წაგების სერია აქვს. აქვე შეგახსენებთ, რომ "ქართველ ვიკინგს" UFC-ში ერთი გამარჯვება აქვს, რომელიც სადებიუტო ჩხუბში მატეუშ გამროტის წინააღმდეგ მოიგო.

"ქართველი ვიკინგის" ბრძოლა თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები