ჯონ ანიკი წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურიას თვლის
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
2024 წელს UFC-ში რამდენიმე მებრძოლს საოცარი შედეგები ჰქონდა. ერთ-ერთი ილია თოფურიაა, რომელმაც ჩემპიონობის მოპოვება და ქამრის პირველი დაცვაც მოახერხა. "მატადორი" წლის საუკეთესო მებრძოლებს შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მის კონკურენტად ალექს პერეირა მიიჩნევა, რომელმაც მიმდინარე წელს ჯამალ ჰილი, ჟირი პროჰასკა და ხალილ რანთრი ნოკაუტებით დაამარცხა.
მიუხედავად ამისა, ჯონ ანიკი წლის საუკეთესო მებრძოლად თოფურიას მიიჩნევს და აქვე ამის მთავარ მიზეზსაც ასახელებს.
მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვფიქრობ, რომ ილია პერეირაზე მეტად იმსახურებს წლის საუკეთესო მებრძოლობას, მისი დივიზიონის სიღრმეა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დივიზიონია. - განაცხადა ჯონ ანიკმა
აქვე შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რომელიც ნოკაუტით დაამარცხა.