"დანასი მესმის, მაგრამ მისი გაბრაზება არ მინდოდა" - მერაბ დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა. ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშზე ჭრილობა მიიღო, რომელსაც ექიმის ჩარევა დასჭირდა. დვალიშვილის პოსტმა დანა უაითი ძალიან გააბრაზა და მერაბის საქციელს სისულელე უწოდა.
MMA Junkie-სთან საუბარში მერაბმა განაცხადა, რომ მის საქციელ არ ნანობს და დანა უაითის გაბრაზება მისი მიზანი საერთოდ არ ყოფილა.
რასაც ვაკეთებ არასდროს ვნანობ. ეს პოსტი გამოვაქვეყნე, რადგან სოციალურ ქსელში ყველაფერს ვპოსტავ. ჭრილობა ბრძოლამდე სამი კვირით ადრე მივიღე და ამხელა ამბის ატეხა საჭირო არ იყო. ვიცი, რომ ჩემს ჭრილობებს შესახორცებლად 5 დღე სჭირდება და ჩემს ვარჯიშზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
რა თქმა უნდა, დანას და UFC-ის გაბრაზება არ მინდოდა. მე ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ჭრილობა არც ისე საშიში იყო. რა თქმა უნდა დანასი მესმის, მაგრამ არაფერს ვნანობ. ახლა ყველაფერი კარგადაა და საბოლოოდ ამ ვიდეომ გაამართლა. ახლა ჩემს ბრძოლა მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ჭრილობებიდან ნაკერებს ყოველთვის ჩემი ხელით ვიხსნი. ვიდეოს გადაღებისას გავაცნობიერე, რომ დიდი მაკრატელი მეჭირა და საქმე დანით გავაგრძელე. - განაცხადა მერაბმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.