Belive

"სეხუდოსთან მოგების შემდეგ, უმარს ან მერაბს მივიღებთ" - ურაია ფაბერი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ურაია ფაბერი თვლის, რომ მისი მოსწავლე - სონგ იადონგი მალე საჩემპიონო შანსს მიიღებს. ურაიას თქმით, ჩინელი ჩემპიონის კალიბრის მქონე მებრძოლია და მერაბთან ჩხუბს არ გამორიცხავს.

უყურეთ იანის ბრძოლას, სონგი ფეხზე უკეთესად იდგა. რამდენიმე საკითხი იყო, რამაც გადაწყვეტილებაზე შედეგი იქონია. თუმცა, სონგი ჩემპიონის კალიბრის მებრძოლია. მან უმართან ბრძოლაც მიიღო, მაგრამ ჩხუბი არ ჩაინიშნა. გვინდა ბრძოლა, რომელიც საჩემპიონო ნადირობაში ჩაგვრთავს. იმედი მაქვს, სეხუდოს შემდეგ მერაბს ან უმარს შევხვდებით. ამ ორი ბიჭიდან ერთ-ერთს მივიღებთ. - განაცხადა ურაია ფაბერმა

შეგახსენებთ, რომ სონგ იადონგმა ბოლო ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა. ჩინელი მებრძოლი ამ ეტაპზე სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში მე-8 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები