"ისლამს ივლისში ბრძოლა უკვე ჩანიშნული ჰქონდა" - მახაჩევის მენეჯერი
ისლამ მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ამბობს, რომ ილიასთან ჩხუბზე უარი უკვე ჩანიშნული ბრძოლის გამო თქვა. თუ ალის დავუჯერებთ, უარის მიზეზი არა მახაჩევის ხელის ტრავმა, არამედ ნომერ პირველ კანდიდატთან ჩანიშნული ჩხუბია.
ისლამს ქვესაშუალო წონაში ნომერ პირველ კონენდერთან ჩხუბი შესთავაზეს და ტრავმის მიუხედავად, ამ ბრძოლას დათანხმდა. ილიას ბრძოლა ივლისში რომ შემოეთავაზებინათ, თუნდაც ისლამს ერთი ფეხი ჰქონოდა ამ ჩხუბს მაინც მიიღებდა. მახაჩევს ზაფხულში ბრძოლა უკვე აქვს და ეს ნომერ პირველი კანდიდატის წინააღმდეგ მოხდება. ყველაფერი მზადაა და UFC მალე ყველაფერს განაცხადებს. - ამბობს ალი აბდელაზიზი
🚨BREAKING!!!
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) March 25, 2026
Ali Abdelaziz confirms Islam Makhachev has a done deal against the No.1 contender for July
"Islam got offered a different fight at welterweight to be the main event, and Islam said let’s do this in July due to a hand injury. If this Ilia fight was offered in June,… pic.twitter.com/Noy2QwNHdv
შეგახსენებთ, თავის დროზე იყო საუბრები, რომ თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი ილიასა და ისლამს შორის უნდა შემდგარიყო. ამ ბრძოლის ჩაშლის მრავალი მიზეზი არსებობს: ისლამის ტრავმა, მებრძოლების მხრიდან მოთხოვნილი ზედმეტად მაღალი ანაზღაურება...
საბოლოოდ, თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი გეიჯის და თოფურიას შორის შედგება, რომელიც 15 ივნისს გაიმართება.