Belive

"საბრძოლო IQ-ს ნაკლებობას განიცდის" - ჰოლოუეი თოფურიაზე

2 დღის წინ სხვა
1 წთ

26 ოქტომბერს კიდევ ერთი ქართული საჩემპიონო ბრძოლა გველის. ილია თოფურია საკუთარ ტიტულს პირველად დაიცავს. აბუ დაბიში გასამართ ჩხუბში "მატადორის" მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე "დალოცვილმა" ESPN-თან ისაუბრა.

ილია საერთოდ არ მაღიზიანებს. ადრე რამდენიმე პოსტზე მომნიშნეს, სადაც ილია მამახნევებდა. ვფიქრობ, ის ჩემი ფანია. თუ ჩემს და მის მოწინააღმდეგეებს შევადარებთ, მე ტიტულამდე ბევრად რთული გზა გავიარე. ის დიდებული მებრძოლია. სისწრაფეც და ძალაც აქვს მაგრამ, მასთან ჩემთან ჯერ არ უჩხუბია. ის ფიქრობს, რომ პირველი იქნება ვინც გამთიშავს. როცა ოქტაგონზე შევალთ და კარი დაიკეტება ყველაფერს მაშინ გავიგებთ. მისი საბრძოლო IQ ისეთ სიმაღლეზე არ არის, რა სიმაღლეზეც მისი აღნაგობა და ათლეტურობაა. საბრძოლო IQ-ს ნაკლებობას განიცდის და ამაზე უნდა იმუშავოს. 26 ოქტომბერი მალე მოვა, დრო მიფრინავს, ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი BMF ქამრის მფლობელია, თუმცა, ამ ბრძოლაში აღნიშნული ტიტული არ გათამაშდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ მაქს ჰოლოუეი ჯერ არავის გაუთიშავს. ილია კი გვპირდება, რომ ამას შეძლებს.

სხვა სტატიები