"იანვარში ჩემთან შეხვედრის გამბედაობდა არ გეყოფა" - უმარ ნურმაგომედოვი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის სიტუაცია სულ უფრო იძაბება. მებრძოლები ერთმანეთის მიმართ მუქარას არ იშურებენ. მართალია სპორტსმენებს ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებიათ, თუმცა, ბევრს არც აკლებენ.
უმარ ნურმაგომედოვმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მერაბს გამბედაობა დაუწუნა.
თუნდაც მთელმა სამყარომ ერთად თქვას, რომ "მერაბი უმარს დაამარცხებს", ჩემთან იანვარში შესახვედრად გამბედაობა მაინც არ გეყოფა. - წერს უმარი
Even if the whole world says in one voice, 'Merab will beat Umar', it won't give you courage to face me in January." pic.twitter.com/Gt69TY4hsi
— Umar Nurmagomedov (@UNmgdv) October 8, 2024
დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს. მერაბის აზრით, UFC მას საქმეს უადვილებს. ქართველის აზრით, საჩემპიონო შანსს დეივსონ ფიგერედო მეტად იმსახურებს.