Belive

სებასტიან ფეტელი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა - სებასტიან ფეტელმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ფორმულა 1-ს დატოვებს და 15-წლიან კარიერას დაასრულებს. გერმანელმა პილოტმა, სახელი 2010-დან 2013 წლამდე "რედ ბულში" დომინირების პერიოდით გაითქვა, რა დროსაც მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფეტელმა ბოლო ორი წელი "ასტონ მარტინის" რიგებში გაატარა და ახლა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფეტელი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პილოტად დარჩება.

„კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო და ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. წლის ბოლოს მსურს, დრო გამოვყო იმაზე დასაფიქრებლად, თუ რაზე გავამახვილებ ყურადღებას მომავალში. ჩემთვის ნათელია რომ, როგორც მამამ, მინდა მეტი დრო გავატარო ოჯახთან ერთად, მაგრამ დღეს არ გემშვიდობებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით გულშემატკივრებისთვის, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ფორმულა 1 ვერ იარსებებდა". - განაცხადა 35 წლის მბრბოლელმა.

სხვა სტატიები