მიხაელ შუმახერის ძმა ფორმულა 1-ის ლეგენდის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
29 დეკემბერს, შუმახერის ტრაგიკული შემთხვევიდან ზუსტად 10 წელი შესრულდება. 2013 წლის 29 დეკემბერს, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, მას შემდეგ კი, მისი ოჯახის გარდა, არავინ იცის, თუ როგორია ლეგენდარული მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"მენატრება ძველი დროის მაიკლი. ცხოვრება დროდადრო უსამართლოა. მიხაელს მთელი ცხოვრება ძალიან გაუმართლა. მაგრამ შემდეგ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა. საბედნიეროდ, სამედიცინო მეცნიერება ბევრ შესაძლებლობას იძლევა და ვითარდება, თუმცა, დღეს მიხაელს არაფერი არ შერჩენია ძველი მიხაელისგან.
მთელი ეს პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მისი შვილებისთვის. ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა. იმ ერთ კონკრეტულ დღეს ბევრი უბედურება მოჰყვა, რამაც შეცვალა ჩვენი ოჯახი.
მიხაელი მხოლოდ ჩემი ძმა არა, ის ჩემთვის ყველაფერია და გული მტკივა, რომ ამდენი წელია ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვუყურებ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, მხოლოდ სტაბილური მდგომარეობაა, რომელიც ერთ დღეს ძალიან დიდ ტრაგედიად გადაიქცევა და ეს დღე არც თუ ისე შორსაა, რადგან მისი მდგომარეობა წლიდან-წლამდე უარესდება.
ბავშვობიდან, ჩემი მწვრთნელი და დამრიგებელი იყო. მან მასწავლა ფაქტიურად ყველაფერი რბოლის შესახებ. შეიძლება შვიდი წელია ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.
ერთად ვირბოლეთ, ვივარჯიშეთ გასწრების მანევრებში და ყველაფერში, რაც მოტოსპორტში მნიშვნელოვანია. გადმომცა ყველაფერი ის, რაც მან უკვე გამოიარა. მე მქონდა პატივი მესწავლა საუკეთესოებისგან და ამ ფაქტით ამაყი ვარ..." - რალფ შუმახერი