მიკ შუმახერი ჰიპერქარის საჭესთან გადაინაცლებს
მიკ შუმახერი "ფორმულა 1" - დან გადადის და თავის დამკვიდრებას "გამძლეობის რბოლაში" ეცდება. ლეგენდარული პილოტის შვილი მომავალი სეზონიდან FIA-ს გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატში ALPINE-ის სახელით იასპარეზებს და ჰიპერქარის დამორჩილებას შეეცდება. შუმახერი უკანასკნელ სეზონში, ფორმულა 1-ში, მერსედესის სარეზერვო პილოტი იყო. 2021-2022 წლებში კი "ჰაასის" ბოლიდს მართავდა.
მიკ შუმახერი ბოლო წელს ძალიან განიცდიდა, რომ რბოლის ყურება შორიდან უწევდა, ამიტომ საკუთარი თავის გამოცდა ფორმულა 1 - ის გარეშე გადაწყვიტა, ALPINE-ის A424-ის საჭესთან მან თავი მშვენივრად წარმოაჩინა და გუნდის ყურადღებაც მიიპყრო. შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, 24 წლის გერმანელი ALPINE-ის გუნდის შემადგენლობაში ჩასვეს.
წელს რბოლა ძალიან მომენატრა, ეს ის არის, რაც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა, ამიტომ გამიჭირდა სხვა პილოტების ტრასაზე ყურება. ჩემთვის ALPINE-თან ერთად ახალი თავი იწყება ( FIA WEC ჰიპერმანქანების კატეგორიაში). გამძლეობის რბოლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, გუნდთან ერთად უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს გავიზიარებ. - მიკ შუმახერი
გამძლეობის რბოლა (ახსნილი)
გამძლეობის რბოლა არის რბოლის ფორმა, რომელიც გამიზნულია ავტომობილების ტექნიკური გამძლეობისა და მონაწილეთა გამძლეობის შესამოწმებლად. რამდენიმე მძღოლისგან შემდგარი გუნდები ცდილობენ დაფარონ დიდი მანძილი. მონაწილეებს ეძლევათ შესვენება - საჭიროების შემთხვევაში პილოტების შესაცვლელად. გამძლეობის რბოლები შეიძლება ჩატარდეს ან დასახული მანძილის დასაფარად, რაც შეიძლება სწრაფად, ან რაც შეიძლება მეტი მანძილის დასაფარად წინასწარ განსაზღვრულ დროში. სერიებში წარმოდგენილია მანქანების მრავალი კლასი, რომლებიც ასპარეზობენ სპორტული პროტოტიპებით, ჰიპერქარების ( LMH ) და LMP2 კატეგორიებში.