Belive

"სატიტულო ბრძოლამდე ერთი ჩხუბი მაშორებს" - ალჯამაინ სტერლინგი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ახლა უკვე ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, MMA Junkie-სთან ისაუბრა. "ალჯომ" თქვა, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა აშორებს. იამაიკელი ილია თოფურიას ფაქტორსაც ითვალისწინებს და ამბობს, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ჩემი აზრით, სატიტულო ბრძოლამდე 2-3 ჩხუბი მაშორებს. თუმცა, იმასაც გააჩნია დივიზიონში რა მდგომარეობა იქნება და რას გადაწყვეტს თოფურია. თუ ქამარს დათმობს ის ვაკანტური გახდება და ავტომატურად ქამრის ორი ჩელენჯერიც გაჩნდება. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა და ჩემპიონი მახაჩევიც გამოიწვია.

ბოლოს "მატადორმა" ოქტომბერში UFC 308-ზე იბრძოლა, სადაც ჰოლოუეისთან საკუთარი ქამარი დაიცვა და პირველი გახდა ვინც "დალოცვილის" გათიშვა შეძლო.

სხვა სტატიები