ენტონი ჯოშუა ავარიაში მოყვა | დაიღუპა 2 ადამიანი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ნიგერიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ენტონი ჯოშუა ავარიაში მოყვა. სამწუხაროდ, ავარია მსხვერპლის გარეშე არ დასრულებულა. ტრაგედიამ ორი ადამიანი შეიწირა.
კოლონაში ორი მანქანა იყო - Lexus და Pajero. ჯოშუა მძღოლის უკან იჯდა, მის გვერდით კი კიდევ ერთი მგზავრი. - განაცხადა თვითმხილველმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც ჯოშუა იჯდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიას ჯოშუას პირადი და ფიზიკური მდგრადობის მწვრთნელები შეეწირნენ. ორივე მათგანი მოკრივის ახლო მეგობრები იყვნენ. ოგუნის შტატის პოლიციის კომისრის თქმით, ენტონი ჯოშუა საავადმყოფოშია გადაყვანილი.