Belive

"იმედი მაქვს ილია 70 კილოში გადაინაცვლებს" - ჯო როგანი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ზედა წონაში ასვლა და იქ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის იდეა ბევრს მოსწონს. გულშემატკივრებთან ერთად ამ შესაძლო დაპირისპირებით ექსპერტებიც აღფრთოვანებულნი არიან. მათ შორის არის ჯო როგანიც, რომელიც თვლის რომ თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს.

იმედი მაქვს ილია 70 კილოში გადაინაცვლებს. ეს ძალიან მინდა. საერთოდ არ მადარდებს, რომ ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. ვის ადარდებს? ეს უნდა მოხდეს! - განაცხადა ჯო როგანმა

შეგახსენებთ, რომ ილიამ 70 კილოგრამში ასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ვინაიდან წონის კლების პროცესი "მატადორისთვის" რთულია მას ამ სტრესის მოხსნა და მსუბუქ წონაში ჩხუბი სურს. თავად ისლამ მახაჩევი, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონია, ქართველთან ბრძოლის შანსით მოხიბლული არ არის. როგორც დაღესტნელი ამბობს, კიდევ ერთი პატარა ბიჭის დამარცხება, მას არაფერს მოუტანს.

სხვა სტატიები