Belive

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა უნგრეთთან ჩაატარა და 11:15 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის პირველი მატჩი, რომელიც უძლიერესი იტალიის წინააღმდეგ გაიმართა, გამანადგურებელი შედეგით დასრულდა, იტალიელებმა 22:5 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ გამოდის. დებიუტი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მერვე შედეგი აჩვენეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 8 იანვარს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები