საქართველომ მსოფლიო თასზე რუმინეთი დიდი სხვაობით დაამარცხა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის, 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში, რუმინეთი 23:12 დაამარცხა.
ჯვაროსნებმა მხოლოდ მეორე პერიოდი წააგეს, სრულად მატჩის მიმდინარეობა ასე გამოიყურება: I პერიოდი - 6:2, II - 6:7, III - 3:2, IV - 8:1.
მატჩში 7-7 გოლით ბომბარდირები იყვნენ ვალიკო დადვანი და ბესო ახვლედიანი. დუშან ვაშიჩმა 3 გოლი გაიტანა, სტეფან პიესივაკისმა და საბა ტყეშელაშვილმა კი 2-2.
მომდევნო ეტაპზე (1/4-ფინალში) საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს შეხვდება, მატჩი ხვალ 16:30 საათზე გაიმართება.