წყალბურთი | საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს და მე-3 მატჩი გამართა, სადაც სლოვენიის ნაკრები 22:11 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 4:3 მოიგო, მეორე 4:5 დათმო, ჩვენი გუნდისთვის მესამე და მეოთხე პერიოდები საუკეთესო აღმოჩნდა, მესამე მეოთხედში ქართველმა წყალბურთელებმა 6:2 მოიგეს, ხოლო უკანასკნელ პერიოდში 8:1.
ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.
სლოვენიის წინააღმდეგ ქართველი წყალბურთელების მონაგარი ასეთი გახლდათ:
საბა ტყეშელაშვილი - 3
ველიკო ტანკოსიჩი - 3
ნიკა შუშიაშვილი - 3
ვატო დადვანი - 2
გიორგი მაგრაქველიძე - 2
დუშან ვასიჩი - 2
სტეფან პიეშივაცი - 2
სანდრო ადეიშვილი - 2
ანდრია ვლაჰოვიჩი - 2
იოვან სარიჩი - 1
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საწყის ორ შეხვედრაში დამარცხდა, საბერძნეთთან 6:20, ხოლო ხორვატიასთან 7:18.
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
- საქართველოს წყალბურთის ნაკრები
- სანდრო ადეიშვილი
- დუშან ვასიჩი
- იოვან სარიჩი
- საბა ტყეშელაშვილი
- ვატო დადვანი
- ნიკა შუშიაშვილი
- გიორგი მაგრაქველიძე
- ანდრია ვლაჰოვიჩი
- საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები
- ველიკო ტანკოსიჩი
- სტეფან პიეშივაცი