Belive

საქართველოს ნაკრები აბუ დაბის გრანდ სლემზე 7 სპორტსმენით წარდგება

2 თვის წინ სხვა
2 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრები ოფიციალურად ზაგრების გრან პრით დაბრუნდა.

პირველი შეჯიბრი ზაგრების გრან პრი იყო, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ახლა კი გრანდ სლემის დროც მოვიდა...

11-13 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი აბუ დაბი, IJF-ს საერთაშორისო შეჯიბრს - აბუ დაბის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით წარდგება, თუმცა შემადგენლობაში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება კიდევ მოხდეს.

შემადგენლობა

  • 66 კგ - ლაშა ნადირაძე

  • 73 კგ - გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი

  • 81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი

  • 90 კგ - ლუკა ბაბუციძე, მიხეილ ჯაფარიძე

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ ჯაფარიძეს 90 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თბილისის გრანდ სლემსა და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებზე არაერთხელ გვინახავს, თუმცა ყოველთვის 100 კგ-ში ჭიდაობდა, აბუ დაბის გრანდ სლემზე კი მას, 90 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აბუ დაბის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ოქროს მედალი - ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზე, ხოლო ბრინჯაოს მედალს გიორგი ჯაბნიაშვილი დაეუფლა.

სხვა სტატიები