Belive

სოიჩი ჰაშიმოტომ 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

34 წლის ასაკში, ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა - სოიჩი ჰაშიმოტომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, იგი მაინც უბედნიერესია მისი კარიერით და ამაყობს, რომ იაპონური ძიუდოისთვის უდიდესი საქმე აქვს გაკეთებული.

"ძიუდოში ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში ბევრჯერ დავბრკოლდი და ბევრჯერ მომიწია ისევ ბევრი რამის თავიდან დაწყება. მიუხედავად ამისა, გავაგრძელე ტატამიზე დგომა და ბევრი ჩემი ოცნების რეალიზება მოვახერხე.

იმედი მაქვს, რომ მიღებულ გამოცდილებას მომავალ თაობას გადავცემ. ასევე გავაგრძელებ ახალი გამოწვევების მიღებას სხვადასხვა სფეროში. ის ყველაფერი, რაც ძიუდომ მასწავლა იყო ძალიან დიდებული. ახ;ა სრული ვალდებულებით გადავალ ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე“. - სოიჩი ჰაშიმოტო

შეგახსენებთ, რომ სოიჩი ჰაშიმოტო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2016 წლის აზიის კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია, მან 32 წლის ასაკში პირველად მიიღო ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, სადაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ასპარეზობაში კი ვერცხლი მოიგო. მიზეზი, თუ რატომ იჭიდავა მან მხოლოდ ერთხელ ოლიმპიურ თამაშებზე, მთავარი მიზეზი შოჰეი ონოა, რომელიც თავის წონაში მთელი კარიერის განმავლობაში ჭიდაობდა და სოიჩი ჰაშიმოტოს მის წინააღმდეგ უბრალოდ შანსი არ ჰქონდა.

მას მსოფლიო ჩემპიონატებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 5 მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც ერთი ოქროა, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. გუნდურ ასპარეზობაში კი იგი მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონია. მას ასევე კარიერაში 4 მასტერსი აქვს მოგებული, IJF ტურში კი მის ანგარიშზე 6 ოქროს მედალია.

სხვა სტატიები