Belive

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საჩივრის წერილი მოამზადა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დებიუტშიც და ფინალშიც ნერვიული გამოდგა სანდრო ბაზაძის მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც მან ოლიმპიადაზე ეგვიპტელ მეტოქესთან ჩაატარა და საბოლოოდ ქართველის მარცხით - 14:15 დასრულდა. ბევრი კითხვა გაჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, როგორც თავად სპორტსმენის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა.

შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი. - წერია ფედერაციის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ შეხვედრა ცუდად დაიწყო და მეტოქეს 2:8 ჩამორჩებოდა, თუმცა შეხვედრის მოტრიალება შეძლო და საქმე ბოლო ქულამდე მივიდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ეგვიპტელი გამოცხადდა. სანდრო დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა ბილიკიდან და შედეგს აპროტესტებდა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცვალა.

სხვა სტატიები